ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ერთმანეთს მინივენი და მოტოციკლი შეეჯახნენ. შედეგად მძიმედ დაშავდა მოტოციკლის მძღილი. ის მრავლობითი დაზიანებებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.