weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 45.77% იყო

18:46 შაბათი, 31 ოქტომბერი 2020

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 17:00 საათისთვის საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობამ 45.77% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმა 1 607 530-მა ამომრჩეველმა მისცა.

ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ N19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, კერძოდ რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში დაფიქსირდა, სადაც ამომრჩეველთა 57.3% (20 260 ამომრჩეველი) მივიდა ხმის მისაცემად, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა ისევ ქვემო ქართლის რეგიონშია – 41.9% (167 560).

ამომრჩეველთ აქტივობა დანარჩენ რეგიონებში და თბილისში ასეთი იყო:

აჭარა – 46.4% (146 190 ამომრჩეველი)

გურია – 50.6% (54 626)

იმერეთი – 47.3% (252 567)

კახეთი – 48.3% (146 450)

მცხეთა-მთიანეთი – 49% (43 147)

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 45% (153 524)

სამცხე-ჯავახეთი – 50.1% (72 229)

შიდა ქართლი – 46.3% (111 021)

თბილისი – 43.8% (439 956)

„უკვე 10 საათია მიმდინარეობს კენჭისყრა. ხმის მიცემის პროცესის დასრულებმადე დარჩა სულ რაღაც 2 საათი. საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩევლებს, გამოიყენონ საკუთარი კონსტიტუციური უფლება და მიიღონ კენჭისყრაში მონაწილეობა“, – განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.

საარჩევნო უბნები საღამოს 8 საათზე დაიხურება. ანა მიქელაძის განმარტებით, ამომრჩევლები, რომლებიც 8 საათისთვის რიგში იქნებიან, ხმის მიცემას შეძლებენ.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველია, მათ შორის საზღვარგარეთ რეგისტრირებული 14 170.

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 42.04% (1 477 262 ამომრჩეველი) იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]