weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

4 ტელეკომპანიის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების შედეგები

20:44 შაბათი, 31 ოქტომბერი 2020

ოთხმა ტელეკომპანიამ მათი დაკვეთით და საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა.

„Edison Research“-მა კვლევა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩაატარა. 16:00 საათის მონაცემებით, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ქართული ოცნება – 46%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/ძალა ერთობაშია – 28%

ევროპული საქართველო – 5%

ლელო – 3 %

გირჩი – 3%

პატრიოტთა ალიანსი – 2%

სტრატეგია აღმაშენებელი – 2%

ეგზიტპოლი საქართველოს მასშტაბით ყველა უბანზე ჩატარდა. „ფორმულას“ ინფორმაციით, გამოკითხულთა 50%-ზე მეტმა უარი თქვა პასუხზე. განახლებული მონაცემები 10 საათისთვის იქნება ცნობილი. წინა წლებში „Edison Research“ არაერთი ეგზიტპოლი აქვს ჩატარებული, უმეტესად „რუსთავი 2“-ის დაკვეთით. 2018 წელს სწორედ ამ კომპანიის ეგზიტპოლით გამოვლინდა მეორე ტურის საჭიროება.

„მთავარი არხის“ დაკვეთით, საერთაშორისო კომპანია IPSOS-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების შედეგები ასე განაწილდა:

ქართული ოცნება – 41%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია – 33%

ევროპული საქართველო – 5%

ლელო – 4%

სტრატეგია აღმაშენებელი – 3%

გირჩი – 3%

პატრიოტთა ალიანსი – 2%

ლეიბორისტული პარტია – 2%

ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო – 1%

ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები – 1%

ეგზიტპოლი 17:00 საათისთვის არსებულ მონაცემებს ასახავს. „მთავარი არხის“ ცნობით, IPSOS-მა გამოკითხვა ჩაატარა მთელი ქვეყნის მასშტაბით. გამოიკითხა 3000 რესპონდენტი, რომლებმაც არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტია.

კვლევითი კომპანია „Survatio“-ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით შესრულებული ეგზიტპოლის შედეგები ასე გამოიყურება:

ქართული ოცნება – 52.16%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 25.33%

ევროპული საქართველო – 4.2%

გირჩი – 3.52%

ლელო – 2.6%

სტრატეგია აღმაშენებელი – 2.37%

პატრიოტთა ალიანსი – 2.29%

ლეიბორისტული პარტია – 1.22%

ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები – 1.02%

ეგზიტპოლი 17:30 საათის შედეგებს ასახავს და მისი ცდომილება 1.2%-ია.

ტელეკომპანია „იმედმა“ მისივე დაკვეთით ჩატარებული „Public Opinion Strategy“-ის ეგზიტპოლი გამოაქვეყნა, რომლის შედეგებიც ასეთია:

ქართული ოცნება – 55%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია – 23%

ევროპული საქართველო – 3%

გირჩი – 3%

ლელო – 3%

პატრიოტთა ალიანსი – 3%

სტრატეგია აღმაშენებელი – 2.37%

ლეიბორისტული პარტია – 1%

ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები – 1%

ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა – 1%

„იმედის“ ეთერში განმარტეს, რომ უახლოს საათებში ეგზიტპოლის 20:00 საათის მონაცემებს წარმოადგენენ. ასევე მოცემული ეგზიტპოლი მხოლოდ პროპორციული სიით მიღებულ მონაცემებს ასახავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]