weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

ცესკომ ვერ შეძლო ოპერატიულობისა და ღიაობის მაღალი სტანდარტის ჩვენება – საია

09:38 კვირა, 01 ნოემბერი 2020
ფოტოზე საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე ფოტოზე საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების გამოქვეყნების პროცესს აფასებს და აცხადებს, რომ შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნების გაჭიანურებამ კითხვის ნიშნები და მანიპულაციის განცდა გააჩინა. 

საიას განცხადებით, საარჩევნო პროცესების სანდოობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კენჭისყრის ყველა ეტაპზე საზოგადოების სათანადო ინფორმირებულობას. 

„ამის უზრუნველყოფა საარჩევნო ადმინისტრაციას ეკისრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩნდება უკმაყოფილება და უნდობლობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების შესახებ დროული და მაქსიმალურად სრული მონაცემების გავრცელება. ამის გათვალისწინებით, კანონის შესაბამისად, ცესკო ვალდებულია საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული შედეგები განათავსოს ვებგვერდზე, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მათი გაცნობა. 

სამწუხაროდ, საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ოპერატიულობისა და ღიაობის მაღალი სტანდარტის ჩვენება, რის გამოც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების პროცესმა მოქალაქეებში კითხვის ნიშნები და მანიპულაციის განცდა გააჩინა. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა საარჩევნო ადმინისტრაცია შემაჯამებელი ოქმების საკუთარ ვებგვერდზე ოპერატიულ განთავსებას უზრუნველყოფდეს“, – ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]