weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

არჩევნების დღეს გამოძიება 12 სისხლის სამართლის დანაშაულზე დაიწყო – შსს

11:40 კვირა, 01 ნოემბერი 2020

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის კახაბერ საბანაძის განცხადებით, პოლიციამ არჩევნების დღეს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 12 სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტზე დაიწყო გამოძიება. ასევე, ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ 16 ფაქტზე.

კახაბერ საბანაძის ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება) დაწყებულ გამოძიებას, რომელიც გლდანში, ონლაინგამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტთან მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, დაემატა 154-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

  • „სისხლის სამართლის კოდექსის 126-1 ნაწილით გამოძიება დაიწყო ქალაქ თბილისში, N40 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე;
  • სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება ვარკეთილის მე-4 მიკრო რაიონში, 39-ე და მე-40 საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით;
  • სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული გამოძიება თბილისში, კახეთის გზატკეცილზე განთავსებულ N78 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით;
  • სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 162-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება თბილისში N90 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით;
  • ასევე ქალაქ ქუთაისში N37-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ქუთაისის რაიონულ სამმართველოში 162-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო გამოძიება;
  • სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული გამოძიება რუსთავის N16 საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით;
  • სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება რუსთავში N64 საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი;
  • ​სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო გამოძიება მარნეულის რაიონის სოფელ დაშტაფაში მდებარე N52-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით;
  • სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება 31 ოქტომბერს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მდებარე N89-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით;
  • სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო გამოძიება სენაკის 64-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მე-16 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით;
  • სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 ნაწილითაა გამოძიება დაწყებული ზუგდიდის N80 საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით“.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ საქმეებს, შს მინისტრის მოადგილის თქმით, პოლიციამ 16 ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, დაკავდა 9 პირი. მათ შორის, გლდანში N39 საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 177-ე მუხლების საფუძველზე 6 პირი დააკავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]