weather cur horoscope tv
მაისი 23, 2022
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი გამოკვეთილი ტენდენცია იყო – ISFED

14:48 კვირა, 01 ნოემბერი 2020

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) შეფასებით, არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესში გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როდესაც ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც, ISFED-ს განცხადებით, სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს. 

ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ნიჟარაძემ განაცხადა, რომ რიგ უბნებზე დისბალანსი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს.

„მოცემული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა. ასეთი მასშტაბის ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა და ამდენად განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას შესაძლოა გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები. აღნიშნული ტენდენცია საფრთხეს უქმნის მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ნდობას, და ამდენად საჭიროებს დაუყოვნებელ რეაგირებას საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან“, – განაცხადა ელენე ნიჟარაძემ.

მისივე თქმით, ISFED-ს მიაჩნია, რომ საარჩენო პროცესის სანდოობის გაზრდის მიზნით, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე, საარჩევნო ადმინისტრაციამ ხელახლა უნდა გადათვალოს შედეგები იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების მეტობა დაფიქსირდა.

„ჩვენი აზრით, პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, გადათვლაზე მიწვეულ უნდა იქნას ყველა დაინტერესებული მხარე - საარჩევნო სუბიექტების, პოლიტიკური პარტიებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დისბალანსის ტენდენციასთან ერთად, ასევე გარკვეულ უბნებზე შეინიშნებოდა კომისიის წევრთა მცდელობები არ მიეცათ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისთვის შემაჯამებელი ოქმების სათანადოდ დამოწმებული ასლები, რის მიზეზადაც ძირითადად შესაბამისი ტექნიკის გაუმართაობა ან უქონლობა სახელდებოდა. მნიშვნელოვან დარღვევას წარმოადგენდა დამკვირვებლებზე ზეწოლის და ხელშეშლის ფაქტები. ხმის დათვლის და შეჯამების პროცესში, ცალკეულ უბნებზე ადგილი ჰქონდა გარკვეულ პროცედურულ დარღვევებს“, – აცხადებს სადამკვირვებლო ორგანიზაცია.

ISFED-მა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში განახორციელა. ორგანიზაციის დაკვირვება ეფუძნება ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიას. PVT მეთოდოლოგია ითვალისწინებს დამკვირვებლების შემთხვევით შერჩეულ საარჩევნო უბნებზე განთავსებას, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]