weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პარალელური დათვლა: 45.8% - ქართული ოცნება, 26.4 - ენმ, 3.7% - ევროპული საქართველო

15:04 კვირა, 01 ნოემბერი 2020

ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების მიხედვით, რომელიც „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოაქვეყნა, პარლამენტის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 45.8% აიღო, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთანებულმა ოპოზიციამ“ - 26.4%. 

პარალელური დათვლის შედეგები ასეთია:

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 45.8% (ცდომილების ხარისხი 0.7%)

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 26.4% (0.6%)

ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია- ევროპული საქართველო - 3.7% (0.2%)

დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი - 3.1% (0.1%)

ლელო - მამუკა ხაზარაძე - 3.1% (0.2%)

ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი - 3.0% (0.1%)

გირჩი - 2.8% (0.2%)

ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები - 1.3% (0.1%)

შალვა ნათელაშვილი - ლეიბორისტული პარტია - 1.0% (0.1%)

ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - 0.9% (0.1%)

„სამართლიანი არჩევნები“ აღნიშნავს, რომ შალვა ნათელაშვილის პარტიის მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი მერყეობს 0.9%-სა და 1.1%-ს შორის, ხოლო ნინო ბურჯანაძის პარტიის მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი - 0.8%-სა და 1.0%-ს შორის ინტერვალშია. ამდენად, „სამართლიან არჩევნებს“ არ შეუძლია დანამდვილებით განაცხადოს გადალახეს თუ არა აღნიშნულმა პარტიებმა 1%-იანი საარჩევნო ბარიერი.

ISFED-მა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში განახორციელა. ორგანიზაციის დაკვირვება ეფუძნება ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიას. PVT მეთოდოლოგია ითვალისწინებს დამკვირვებლების შემთხვევით შერჩეულ საარჩევნო უბნებზე განთავსებას, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითია. „სამართლიანმა არჩევნებმა“ მიიღო ინფორმაცია მისი დამკვირვებლების 96.1%-ისგან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]