weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აჭარის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

21:51 კვირა, 01 ნოემბერი 2020

აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ნინო ნიჟარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა და მკურნალობას ბინაზე გადის. 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ თვითიზოლაციაში გადავიდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. მთავრობის ადმინისტრაციაში დაადასტურეს, რომ პრემიერის დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.

დღეს, პირველ ნოემბერს, საქართველოში კორონავირუსის 1791 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან აჭარაში 369, ხოლო თბილისში –532.

მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 15 262 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 4188 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმეა 503 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ბინაზე სამკურნალოდ დატოვებულია 8870 ინფიცირებული, ხოლო კოვიდ-სასტუმროებში გადაყვანილია 2204. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 40 727 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც უკვე გამოჯანმრთელებულია 25 104, ხოლო გარდაცვლილია 335.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]