weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

კორონავირუსის 1852 ახალი შემთხვევიდან 650 თბილისშია, 441 – იმერეთში

11:13 ორშაბათი, 02 ნოემბერი 2020

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 1696 პაციენტი, ხოლო 7 – გარდაიცვალა. გარდაცვალების ერთი შემთხვევაა კახეთში და 6 აჭარაში.

დღეს დადასტურებული 1852 ახალი შემთხვევიდან თბილისშია 650, ხოლო რეგიონებში შემდეგი მონაცემებია:

იმერეთი - 441

აჭარა – 389

სამეგრელო და ზემო სვანეთი - 114

ქვემო ქართლი - 68

შიდა ქართლი - 51

მცხეთა-მთიანეთი - 51

გურია - 28

სამცხე-ჯავახეთი - 27

კახეთი - 20

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის 15 411 აქტიური შემთხვევაა. აქედან 4293 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. მათგან 519 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230.

2236 პირი კოვიდ-სასტუმროშია, ხოლო 8882 მკურნალობს ბინაზე.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 876 ადამიანი, საიდანაც თბილისშია - 2867 პირი, აჭარაში - 13 341, იმერეთში - 3813.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსის 42 579 დადასტურებული შემთხვევა აღრიცხული. აქედან უკვე გამოჯანმრთელდა 26 800 ინფიცირებული, ხოლო 342 ადამიანი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]