weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გიორგი გახარიას დაცვის კიდევ 2 თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

11:25 ორშაბათი, 02 ნოემბერი 2020

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პირადი დაცვის კიდევ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. მანამდე ინფექცია დაცვის ერთ თანამშრომელს აღმოაჩნდა, რის გამოც გახარია თვითიზოლაციაში იმყოფება. 

„სამწუხაროდ, მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას დაუდგინდა კორონავირუსი. შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას“, –  დაწერა რამდენიმე საათის წინ გიორგი გახარიამ.

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 1696 პაციენტი, ხოლო 7 – გარდაიცვალა.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის 15 411 აქტიური შემთხვევაა. აქედან 4293 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. მათგან 519 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]