weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

25 ნოემბრამდე ათ დიდ ქალაქში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

14:12 სამშაბათი, 03 ნოემბერი 2020

ხვალიდან, 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით აჭარაში და ათ დიდ ქალაქში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ასეთი ქალაქებია: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი.

პირველმა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია, მობილობის შემცირების მიზნით და იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ დასახლებაში არჩევნების მეორე ტური ტარდება.

„1500-მდე საარჩევნო უბანი სკოლებში იყო მოწყობილი და აქედან გამომდინარე, ეს სკოლები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გადავიყვანეთ დისტანციურ რეჟიმში. სკოლებს კიდევ სჭირდებოდათ რამდენიმე დღე იმისთვის, რომ არჩევნების ჩატარების შემდეგ იქ სწავლა განახლებულიყო. ბევრ დასახლებაში ჩვენ კვლავ გვიწევს მეორე ტურების გამოყენება და ასეულობით სკოლა იქნება გამოყენებული, როგორც საარჩევნო უბანი - აქედან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ მნიშვნელოვანია ასევე დიდ ქალაქებში მობილობის შემცირება ჩვენ დღეს საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სწავლის დისტანციური რეჟიმი შენარჩუნდეს თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულში და გარდაბანში.

შეგახსენებთ, რომ აჭარაში სწავლა მიმდინარეობს დისტანციურ რეჟიმში. ჩვენ ვაგრძელებთ სწავლას დისტანციურ რეჟიმში უფროს კლასებში. რა თქმა უნდა, უმაღლესი დაწესებულებები და პროფესიული სასწავლებლები ასევე აგრძელებენ იმ რეჟიმში, რა რეჟიმითაც ისინი ფუნქციონირებენ დღემდე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 1833 პაციენტი.

კორონავირუსის ყველაზე მეტი – 650 ახალი შემთხვევა თბილისშია, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი ვითარებაა: აჭარა – 506, იმერეთი – 324, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 200, შიდა ქართლი – 100, გურია – 47, ქვემო ქართლი – 46, მცხეთა-მთიანეთი – 39, კახეთი – 23, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ქვეყანაში კორონავირუსის 15 501 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც საავადმყოფოში მკურნალობს 4253 ადამიანი. მძიმეა 589 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა – 281.

8984 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე, ხოლო 3080 საკარანტინო სივრცეში იმყოფება.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 522 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან უკვე გამოჯანმრთელებულია 28 633 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილია – 362.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]