weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

ქუთაისში კორონავირუსით 26 წლის ქალი გარდაიცვალა

18:56 სამშაბათი, 03 ნოემბერი 2020

ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული 26 წლის ქალი გარდაიცვალა. ოჯახის განცხადებით, ის კლინიკაში 31 ოქტომბერს, დაგვიანებით გადაიყვანეს, იმ მიზეზით, რომ სამედიცინო დაწესებულებებში ადგილი არ იყო, მეორე დღეს კი გარდაიცვალა.

ადგილობრივი ონლაინგამოცემა „ქუთაისი პოსტის“ ცნობით, ოჯახი აცხადებს, რომ ახალგაზრდა ქალის სხვა დაავადება არ აღენიშნებოდა.

პაციენტის გარდაცვალების შესახებ ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია ჯანდაცვის სამინისტროს. უწყების პრეს-სამსახურთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.

3 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 1943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა კიდევ 20 ადამიანი. მთავრობის ინფორმაციით, გარდაცვალების 7 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, 5 – აჭარაში, 6 – იმერეთში, ხოლო მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში – 1-1.

რაც შეეხევა კორონავირუსის ახალ შემთხვევებს, 650 ახალი შემთხვევა თბილისში იყო, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია: აჭარა – 506, იმერეთი – 324, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 200, შიდა ქართლი – 100, გურია – 47, ქვემო ქართლი – 46, მცხეთა-მთიანეთი – 39, კახეთი – 23, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

ამ ეტაპზე, ქვეყანაში კორონავირუსის 15 501 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც საავადმყოფოში მკურნალობს 4253 ადამიანი. მძიმეა 589 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა – 281.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]