weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

9 თვეში ავარიების შედეგად 337 ადამიანი დაიღუპა, 5004 პირი დაშავდა

22:37 სამშაბათი, 03 ნოემბერი 2020

2020 წლის იანვარ-საქტემბერში საქართველოში 3 707 საგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 337 ადამიანი, დაშავდა 5 004 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ამავე პერიოდში გარდაიცვალა 87 ქვეითად მოსიარულე და დაშავდა – 959 ქვეითი, ასევე დაიღუპა 0-16 წლამდე 17, ხოლო დაშავდა 465 მოზარდი.

2020 წლის მესამე კვარტალში (ივლისი - სექტემბერი) წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით გარდაცვალების რიცხვი გაიზარდა 18,6 %-ით (113 დაღუპული პირი), ხოლო დაშავებულთა რაოდეობა 7 %-ით (2,176 პირი დაშავდა).

ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა მცხეთა-მთიანეთში - 24, თბილისში - 22, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში- 19, შიდა ქართლში -19 პირი.

ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითადი გამომწვევი მიზეზებია შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება; დისტანციის დაუცველობა; სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში.

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ განცხადებით, ქულათა სისტემის რამდენიმე წლიანმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ გზებზე ვერ ხერხდება უხეში დარღვევების აღკვეთა და მსხვერპლის შემცირება, რის გამოც უხეში დარღვევებისთვის ქულების ჩამოკლება ჭკვიანმა კამერებმა უნდა მოახდინონ.

მოცემული სტატისტიკის მიხედვით, ალიანსს მიაჩნია, რომ ქვეითები, ველოსიპედისტები და მოტოციკლისტები საგზაო მოძრაობის მონაწილეთა შორის ყველაზე მოწყვლადი და მაღალი რისკის შემცველ მონაწილეებად რჩებიან. ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება დაბალძრავიანი მოტოციკლეტების/სკუტერების რაოდენობა, თუმცა ამ ტიპის ტრანსპორტი საკანონმდებლო ჩარჩოს მიღმა რჩება.

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ითხოვს, დაბალძრავიანი მოტოციკლეტები/სკუტერები აღიარონ საგზაო მოძრაობის სრულფასოვან მონაწილეებად და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონმდებლობა მათზეც გავრცელდეს.

 

ამ თემაზე:

17 დაღუპული და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოძახებიდან 2 საათში - ავარია შატილის გზაზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]