ავტოავარია დღეს საღამოს მოხდა. შემთხვევის ადგილზე პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები იმყოფებოდნენ. 14 წლის გოგონა საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში (ივლისში, აგვისტო, სექტემბერი) საქართველოში 1437 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგადაც 134 ადამიანი დაიღუპა, 2022 კი დაშავდა. ავარიების უმრავლესობის – 686 შემთხვევის მონაწილე მსუბუქი ავტომობილი იყო.
მესამე კვარტალში, კახეთში, 118 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.