პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 46 817 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან უკვე გამოჯანმრთელებულია 31 170 პაციენტი, გარდაცვლილია – 381.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, გუშინ მთავრობამ დამატებითი ზომები მიიღო – ქვეყნის მასშტაბით, რესტორნებს აეკრძალათ მუშაობა 22:00 საათის შემდეგ, ხოლო პირბადის ტარება სავალდებულო გახდა არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეშიც. ასევე აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებების ჩატარება, მათ შორის ქორწილებისა და ქელეხების, რომლებსაც 10-ზე მეტი ადამიანი ესწრება.