weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კორონავირუსის ახალ შემთხვევებს შორის 209 სამედიცინო პერსონალია

17:28 ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლების დაინფიცირების შემთხვევებმა ისევ მოიმატა.

„მინდა, მივმართო ჩემს კოლეგებს, მეტი სიფრთხილით იყვნენ, რადგან სამედიცინო პერსონალში ინფიცირებამ ისევ მოიმატა. დღევანდელი დილის მონაცემებით გვაქვს ინფიცირების 209 შემთხვევა. იცით, რამდენად კრიტიკულია დღეს სამედიცინო პერსონალის ინფიცირების ზრდა, რადგან ისინი სწორედ ინფიცირებულ ადამიანებს ემსახურებიან. თუმცა ეს მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი.

ჯერჯერობით ჩვენთან სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მაჩვენებელი 6%-ზე მეტი არ არის.

ეს არაა მაღალი, მაგრამ თითოეული დიანფიცირებული სამედიცინო პერსონალი გარკვეული დროის განმავლობაში აკლდება ავადმყოფთა მოვლას. ამიტომ, ჩვენმა კოლეგებმა მეტად უნდა დაიცვან ინფექციის კონტროლის ყველა ის ღონისძიება, რომელიც რეკომენდებულია სამედიცინო დაწესებულებებში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალის დაინფიცირება უკვე საოჯახო პირობებში ხდება და „გვაქვს ოჯახური გავრცელების შემთხვევები“.

დღეს, 4 ნოემბერს, საქართველოში, კორონავირუსის 2295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 20 პაციენტი კი გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 15 240 აქტიური შემთხვევაა, აქედან 4355 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმეა 569 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 238 პირია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]