weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კორონავირუსით კიდევ 22 პაციენტი გარდაიცვალა

11:24 პარასკევი, 06 ნოემბერი 2020

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 22 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, თბილისში გარდაიცვალა 8 ადამიანი, აჭარაში – 6, იმერეთში – 7 და ქვემო ქართლში – 1.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსით გარდაცვლილია 423 ადამიანი.

დღეისთვის საქართველოში კორონავირუსის 14 525 აქტიური შემთხვევაა. აქედან 4618 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს – მძიმეა 619 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 268 პაციენტი იმყოფება (თბილისში – 124, აჭარაში – 79).

კოვიდ-სასტუმროებში 2438 ინფიცირებული იმყოფება, ხოლო ბინაზე მკურნალობს – 7469.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2775 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 3560 პაციენტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]