weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩვენს მიერ მოთხოვნილი უბნების დაახლოებით 92.6%-ზე ხმები არ გადაითვალეს – ISFED

12:22 შაბათი, 07 ნოემბერი 2020

სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) აცხადებს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებს 162 საარჩევნო უბნის გადათვლის მოთხოვნით მიმართეს, თუმცა თანხმობა მხოლოდ 10 უბნის გადათვლაზე მიიღეს.

„საოლქო კომისიებმა უარი თქვეს 152 უბნის გადათვლაზე. უარის შემდეგ, საკუთარი ინიციატივით გადათვალეს 2 უბანი. საერთო ჯამში მოთხოვნილი უბნების დაახლოებით 92.6%-ზე ხმების ხელახალი გადათვლა არ განხორციელებულა“, – აცხადებს სადამკვირვებლო ორგანიზაცია.

ISFED-მა არჩევნების მეორე დღეს განაცხადა, რომ შედეგების შეჯამების პროცესში გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როდესაც ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას. ISFED-ის დაკვირვებით, ეს დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]