weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ივანე ბურდულის გარდა არავისგან მსმენია მსგავსი პრეტენზია – ჟვანია ყოფილ თანამშრომელზე

13:07 შაბათი, 07 ნოემბერი 2020

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ მიიღო საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა ივანე ბურდულმა სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება.

„რუსთავი 2“-თან ინტერვიუში თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ ივანე ბურდული 2009 წლიდან ცესკოს თანამშრომელია და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თბილისის ხუთი საოლქო საარჩევნო კომისიის კოორდინატორი იყო. ჟვანიას თქმით, ბოლო დღეებში, ბურდულს მისთვის არ უცნობებია კონკრეტული პრობლემის არსებობის შესახებ.

„ჩემთვის ნამდვილად არ არის ცნობილი, რა შეიძლება იყოს მისი ამ გადაწყვეტილების მიზეზი და საფუძველი. 2009 წლიდან მოყოლებული ის საარჩევნო პროცესებში იყო ჩართული და 2020 წელს ამ არჩევნებზე კურირებდა 5 საოლქო საარჩევნო კომისიას, როგორც შესაბამისი დეპარტამენტის სპეციალისტი.

მას არ მოუმართავს, დღემდე არაფერი დაუფიქსირებია, ის ჩვეულებრივ მუშაობდა, როგორც იმ ხუთი მნიშვნელოვანი საარჩევნო ოლქის კოორდინატორი, რომელიც თბილისშია განთავსებული. არ ვიცი, ის რას ეფუძნება ეს გადაწყვეტილება. დღემდე ეს არ დაუფიქსირებია“, – განაცხადა ჟვანიამ.

შეკითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ ცესკოს სხვა თანამშრომლებმაც მიიღონ ეს გადაწყვეტილება, თამარ ჟვანიამ უპასუხა: „ამაზე ვერაფერს გეტყვით. ჩვენ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, გვყავს ძალიან ბევრი თანამშრომელი. 73 საოლქო საარჩევნო კომისიაა და ჯერჯერობით ერთი პირის გარდა არავისგან მსმენია მსგავსი პრეტენზია“.

ივანე ბურდულმა თამარ ჟვანიას გათავისუფლების შესახებ განცხადებით 6 ნოემბერს მიმართა. განცხადების ფოტო, წარწერით – „მშვიდობით ცესკო“ – მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ბურდულს საკუთარ განცხადებაში სამსახურიდან წასვლის მიზეზი არ აქვს დასახელებული, თუმცა, როგორც მან მოგვიანებით, „მთავარ არხთან“ ინტერვიუში თქვა, მთავარი მიზეზი „არჩევნების გაყალბებაა“. ჟურნალისტის შეკითხვაზე – ვისგან მოდის ეს ინსტრუქციები, ივანე ბურდულმა თქვა, რომ კონკრეტული პირების ვინაობა არ იცის, თუმცა „ეს არის სისტემა, რომელიც მართავს აი, ამ ყველაფერს“. ბურდულის განცხადებით, „იმ პროცესში, რაც ახლა ცესკოში ხდება სრულად არის ჩართული „ქართული ოცნება“ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“.

„ქართული ოცნების“ ლიდერები ივანე ბურდულის გადაწყვეტილებას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ მის კავშირს, კერძოდ, დიმიტრი შაშკინთან მეგობრობას უკავშირებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]