weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

7 დიდ ქალაქში 22 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება

17:29 შაბათი, 07 ნოემბერი 2020

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში – 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება.

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ეს შეზღუდვა გავრცელდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით და კერძო ავტომობილებით მოსიარულეებზე.

„შეზღუდვა არ გავრცელდება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე, საოპერაციო შტაბთან შეთანხმებით იმ პირებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ფუნქციონირებისთვის, ასევე სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების, მედია ორგანიზაციების ფუნქციონირებისთვის და მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად. 

ეს არ არის კომენდანტის საათი, ეს არის გადაადგილების შეზღუდვა. ამ შეზღუდვის დარღვევისთვის იმოქმედებს ის სანქცია, რომელიც დაწესებულია, კერძოდ, ფიზიკურ პირზე - 2 ათასი ლარი“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ამავე ქალაქებში, ორშაბათიდან მუშაობას შეაჩერებენ როგორც კერძო, ისე მუნიციპალური საბავშვო ბაღები.

მაია ცქიტიშვილის განმარტებით, შეზღუდვების მოხსნა დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2859 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 2754 პაციენტი, ხოლო 18 – გარდაიცავალა.

1197 ახალი შემთხვევა დადასტურებულია თბილისში, რეგიონებში არსებული ვითარება კი ასეთია: აჭარა – 620, იმერეთი – 438, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 138, ქვემო ქართლი – 109, კახეთი – 94, სამცხე-ჯავახეთი – 72, გურია – 63, შიდა ქართლი – 62, მცხეთა-მთიანეთი – 38, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]