weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კორონავირუსით კიდევ 182 სამედიცინო მუშაკი დაინფიცირდა

15:51 შაბათი, 07 ნოემბერი 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 182 სამედიცინო მუშაკი დაინფიცირდა, რაც ახალი შემთხვევების დაახლოებით 6%-ია.

„ჰოსპიტალურ სექტორში გამოცდილი და კვალიფიციური პერსონალია საჭირო. სამწუხაროდ, გვაქვს დაინფიცირების შემთხვევები, იმიტომ, რომ ისინი წინა ხაზზე არიან და ეხებიან კოვიდ-ინფიცირებულებს, მაგრამ, საბედნიეროდ, უბრავლესობა 10-14 დღეში ჯანმრთელდება და ისევ უბრუნდებიან სამუშაოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 2259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, დაახლოებით 74%-ს სიმპტომიანი პაციენტები შეადგენენ, ხოლო დაახლოებით 13% (400-მდე ადამიანი) ინფიცირებულების კონტაქტები არიან.

2259 ახალი შემთხვევიდან 1197 დადასტურებულია თბილისში, რეგიონებში არსებული ვითარება კი ასეთია: აჭარა – 620, იმერეთი – 438, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 138, ქვემო ქართლი – 109, კახეთი – 94, სამცხე-ჯავახეთი – 72, გურია – 63, შიდა ქართლი – 62, მცხეთა-მთიანეთი – 38, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]