weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

კახეთში კორონავირუსის 670 აქტიური შემთხვევაა, თვითიზოლაციაშია 1502 მოქალაქე

15:20 შაბათი, 07 ნოემბერი 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, სექტემბრიდან დღემდე კახეთში რეგისტრირებულია კორონავირუსის 906 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. აქედან ყველაზე მეტი 278 შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.

სექტემბრიდან 7 ნოემბრამდე გურჯაანში კორონავირუსის 234 შემთხვევაა რეგისტრირებული, ყვარელში – 106, ლაგოდეხში – 75, საგარეჯოში – 70, სიღნაღში – 68, ახმეტაში – 38, ხოლო დედოფლისწყარშო – 37.

906 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელდა 233 და გარდაიცვალა 3 ადამიანი, შესაბამისად, რეგიონში 670 აქტიური შემთხევაა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 670 ინფიცირებულიდან 54 მკურნალობს კოვიდ-კლინიკაში, 610 პირი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, ხოლო 6 იმყოფება კარანტინში. დღეის მდგომარეობით, სახლებში თვითიზოლაციაში იმყოფება 1502 მოქალაქე.

„ინფიცირებულთა შორის არიან სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები, პედაგოგები, შსს თანამშრომლები. ინფიცირებულთაგან უმრავლესობა სიმპტომიანი პაციენტებია“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონულ განყოფილებაში.

კახეთში დღემდე ჩატარებულია 34 628 PCR ტესტირება. რეგიონში ერთი კოვიდ-კლინიკა და კოვიდ-სასტუმრო ფუნქციონირებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]