weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

ოზურგეთის რაიონული პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

16:54 შაბათი, 07 ნოემბერი 2020

ოზურგეთის რაიონული პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე 46 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. ის ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში მკურნალობდა, თუმცა თანმხლები დაავადებების გართულების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ფრიდონ ქარცივაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პროკურატურა.

„ფრიდონ ქარცივაძე იყო სამაგალითო კოლეგა, პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური პროკურორი და ღირსეული ადამიანი. იგი მრავალი წლის მანძილზე მასზე დაკისრებულ მოვალეობას სანიმუშოდ ასრულებდა. პროკურატურაში საქმიანობის პერიოდში ფრიდონ ქარცივაძე წარმატებული მუშაობისთვის მრავალჯერ დაჯილდოვდა. 2019 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობისა და კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღირსების ორდენი გადაეცა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ფრიდონ ქარცივაძე წლების განმავლობაში აჭარის პროკურატურაში მუშაობდა, 2019 წელს კი ოზურგეთის რაიონულ პროკურორად დაინიშნა.

24 საათში საქართველოში კორონავირუსიით ინფიცირების 2859 და გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. თბილისში გარდაიცვალა 7 ადამიანი, აჭარაში – 4, იმერეთში – 4, ქვემო ქართლში – 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 1 ადამიანი.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 441 შემთხვევაა რეგისტრირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]