მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე დღეს დილით განახლებული მონაცემების მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე, საქართველოში კორონავირუსი სულ 57 753 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 42 572 უკვე გამოჯანმრთელდა, 475 კი გარდაიცვალა.
გუშინ, 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 2859 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1197 თბილისში იყო.