weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შსს აცხადებს, რომ აქციის მონაწილეთა მიმართ პროპორციული ძალა გამოიყენეს

22:52 კვირა, 08 ნოემბერი 2020

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახაბერ საბანაძის განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეები შეეცადნენ შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა და ვინაიდან აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში პროპორციული ძალა გამოიყენა. საბანაძის განმარტებით, პოლიცია გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში მოქმედებდა.

"პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, როცა არის გადაუდებელი აუცილებლობა და როცა შესაძლებელია ძალადობამ გამოიწვიოს პოლიციელის ან სხვა პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, ან სხვა მძიმე შედეგი, პოლიციას აქვს უფლება, გამოიყენოს ჭავლი, მათ შორის სპეციალური საშუალება", - აღნიშნა კახა საბანაძემ. 

შს მინისტრის მოადგილე უარყოფს აქციის მონაწილეების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ცესკოს შენობასთან დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოყენების შესახებ.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას. სამინისტრო მთელი დღის განმავლობაში, აქციაზე უზრუნველყოფდა როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდა კანონით დასაშვებ ფარგლებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გადაინაცვლეს. ოპოზიცია ცესკოს პიკეტირებას აპირებს.

ცესკოსთან მისული დემონსტრანტების პირველი ნაკადის წინააღმდეგ პოლიციამ გაუფრთხილებლად გამოიყენა წყლის ჭავლი. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან თამარ ჟვანიას გადადგომას, საარჩევნო ადმიანისტრაციის შეცვლას, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]