10:00 საათზე საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინება.
კულტურული და სპორტული ღონისძიებები 14:00 საათიდან დაიწყება. დაგეგმილია ფშავ-ხევსურული საყოფაცხოვრებო ნივთების გამოფენა; თიანელი სახალხო მთქმელის ივლიტა შავერდაშვილის წიგნის „ლექსად მოსული სიცოცხლე“ პრეზენტაცია; მთის სამკურნალო მცენარეებისა და ხილისგან დამზადებული ჩაის გამოფენა-დეგუსტაცია; ხალხური რეწვის ნიმუშების, წიგნების, თიანეთის ნატურალური პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა. გაიმართება დოღი, ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში და კონცერტი. დააჯილდოვებენ თიანეთის საპატიო მოქალაქეებს.