როგორც ცესკო აცხადებს, ის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 26 ოქტომბერს შეიყვანეს და დაავადების სიმძიმის გამო რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა მკურნალობას.
„ავთანდილ ოსეფაიშვილი ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე 2006 წლიდან მუშაობდა. საარჩევნო საკითხებზე მას დიდი გამოცდილება ჰქონდა და 14 წლის განმავლობაში წარმატებით ხელმძღვანელობდა ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას. ავთანდილ ოსეფაიშვილის პროფესიონალიზმი და საქმისადმი დამოკიდებულება სამაგალითო იყო მისი კოლეგებისთვის“, – აცხადებენ ცესკოში და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებენ.
24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2970 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 2348 პაციენტი, ხოლო 22 ადამიანი გარდაიცვალა.