weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

თბილისში კორონავირუსის 1130 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში – 653, იმერეთში – 463

12:39 სამშაბათი, 10 ნოემბერი 2020

საქართველოში, 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 2970 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2348 ინფიცირებული, ხოლო 22 გარდაიცვალა.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევიდან თბილისში დაფიქსირებულია 11 შემთხვევა, აჭარაში – 4, იმერეთში – 6 და ქვემო ქართლში – 1.

ინფიცირების 2970 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1130 შემთხვევა, აჭარაში – 653, იმერეთში – 463, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 202, შიდა ქართლში – 105, კახეთში – 94, მცხეთა-მთიანეთში – 93, ქვემო ქართლში – 90, გურიაში – 67,  სამცხე-ჯავახეთში – 49, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 24.

დღეს ქვეყნაში კორონავირუსის 15 713 აქტიური შემთხვევაა. 4709 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმეა 656 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 265 პირი, მათ შორის, თბილისში – 153, აჭარაში – 60.

3066 ინფიცირებული იმყოფება კოვიდ-სასტუმროში, 7938 ადამიანი კი მკურნალობას ბინაზე გადის.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 37 303 პირი.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 63 650 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 47 390 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 521 გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]