ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის 16 158 აქტიური შემთხვევაა. აქედან 4878 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 3181 კოვიდ-სასტუმროში იმყოფება, 8099 კი ბინაზეა დატოვებული.
კორონავირუსით ინფიცირებული 632 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 308 იმყოფება, მათ შორის, თბილისში – 146, აჭარაში – 105.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 39 721 ადამიანი.
პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე, საქართველოში კორონავირუსი სულ 66 561 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან უკვე გამოჯანმრთელდა 49 811 პაციენტი, ხოლო 566 გარდაიცვალა.
ამ თემზე: