უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, 24 საათში კორონავირუსის 1033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა თბილისში, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 517
აჭარა – 502
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 332
ქვემო ქართლი – 192
შიდა ქართლი – 126
მცხეთა-მთიანეთი – 107
კახეთი – 100
გურია – 95
სამცხე-ჯავახეთი – 95
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21.
ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 16 887 აქტიური შემთხვევაა. აქედან 4918 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3311 მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 8658 პირი მკურნალობს ბინაზე.
მძიმეა საავადმყოფოში მოთავსებული 652 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათგან 329 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არიან.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 40 475 პირი.
პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე, საქართველოში კორონავირუსი სულ 69 681 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც უკვე გამოჯანმრთელებულია 52 169. კორონავირუსით 599 ინფიცირებული გარდაიცვალა.