weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

COVID-19-ით კიდევ 33 ადამიანი გარდაიცვალა, მძიმეა 749 პაციენტის მდგომარეობა

12:06 შაბათი, 14 ნოემბერი 2020

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 33 ადამიანი გარდაიცვალა. მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გარდაცვალების 10-10 შემთხვევა თბილისსა და იმერეთში დაფიქსირდა, 7 – აჭარაში, 2 – შიდა ქართლში, ხოლო თითო-თითო – ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში.

ამ ეტაპზე, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 17 289 აქტიური შემთხვევაა. აქედან 5355 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს, 3361 ადამიანი კოვიდ-სასტუმროშია, ხოლო 8573 ბინაზეა დატოვებული.

საავადმყოფოებში მოთავსებული 749 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 340 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება (მათ შორის, თბილისში – 168, აჭარაში – 88, იმერეთში – 30).

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3504 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3163-ით გაიზარდა.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 76 658 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 58 674, ხოლო გარდაცვლილთა – 669.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]