weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

102 წლის ქალმა, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, საავადმყოფო დატოვა

15:07 შაბათი, 14 ნოემბერი 2020

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალმა აპლოდისმენტებით გააცილა 102 წლის პაციენტი, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ქალი მოხუცთა თავშესაფარში გადაიყვანეს.

102 წლის ქალი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა. ექიმების განცხადებით, კლინიკაში შეყვანის დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმე იყო.

„ახლა არამიშავს. მგონია, გამოვბრუნდი საიქიოდან“, – თქვა განკურნებულმა პაციენტმა საავადმყოფოს დატოვებამდე.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე, საქართველოში კორონავირუსი სულ 76 658 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 58 674 გამოჯანმრთელდა, ხოლო 669 გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 17 289 აქტიური შემთხვევაა. აქედან 5355 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს, 3361 ადამიანი კოვიდ-სასტუმროშია, ხოლო 8573 ბინაზეა დატოვებული.

საავადმყოფოებში მოთავსებული 749 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 340 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება (მათ შორის, თბილისში – 168, აჭარაში – 88, იმერეთში – 30).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]