weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო ოლიმპიადების გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა

17:29 პარასკევი, 11 აგვისტო 2017

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისთვის დააჯილდოვა. მოსწავლეთა ნაკრებმა გუნდებმა მსოფლიო ოლიმპიადებზე წელს უკვე 14 მედალი მოიპოვეს.

„მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია, ინფორმატიკა - ეს ის სფეროებია, რომლებშიც მეცნიერები საქართველოს ძალიან სჭირდება. განათლება არის ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი, განათლებაში ინვესტირება ყველაზე მეტ უკუგებას იძლევა და ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით განვითარებისკენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მოსწავლეთა ნაკრები გუნდები მსოფლიო ოლიმპიადებზე ხუთ დისციპლინაში - მათემატიკაში, ინფორმატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში მონაწილეობდნენ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის, ვეკუას 42-ე საჯარო სკოლისა და დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეებმა რიო-დე-ჟანეიროში, ინდონეზიაში, ტაილანდში და ირანში გამართულ საერთაშორისო ოლიმპიადებში იასპარეზეს.

საერთაშორისო საგნობრივი ოლიმპიადებისთვის საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები გუნდების მომზადება და ოლიმპიადებში მონაწილეობა, განათლებისა სამინისტროს ნიჭიერ მოსწავლეთა წახალისების პროექტის ფარგლებში მოხდა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]