weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის კიდევ ერთი რეინჯერი დაიღუპა

16:22 კვირა, 15 ნოემბერი 2020

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერი თეიმურაზ ლომიძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ნეძვის აღკვეთილში რეინჯერს ხე დაეცა და მძიმედ დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული რეინჯერი ბორჯომის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თეიმურაზ ლომიძე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 2006 წლიდან მუშაობდა. სააგენტოს განცხადებით, იგი საკუთარი საქმის მცოდნე, ბრაკონიერებთან შეუპოვარი ბრძოლით და თავდადებული შრომით გამორჩეული თანამშრომელი იყო.

რეინჯერის გარდაცვალების ფაქტზე პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, 2018 წლის სექტემბერში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვის განყოფილების უფროსი, 43 წლის ივანე კუპრაძე პარკში გაჩენილი ხანძრის ქრობის დროს დაიღუპა. მასაც ხე დაეცა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის, საქართველოს პრეზიდენტმა ივანე კუპრაძე სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]