weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კორონავირუსით 30 ადამიანი გარდაიცვალა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 363 პირი

12:17 ორშაბათი, 16 ნოემბერი 2020

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით 30 ადამიანი გარდაიცვალა. მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, თბილისში გარდაცვალების 15 შემთხვევა დაფიქსირდა, იმერეთში – 7, აჭარაში – 5, შიდა ქართლში – 2, ხოლო ქვემო ქართლში – 1.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის 16 785 აქტიური შემთხვევაა. 5658 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისში – 2652, აჭარაში – 930, იმერეთში – 1143. მძიმეა 787 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში იმყოფება – 375, აჭარაში – 135, იმერეთში – 173. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 363 პირი, მათ შორის, თბილისში – 170, აჭარაში – 110, იმერეთში – 27.

3315 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, აქედან 1565 – აჭარაში, 1248 – თბილისში, ხოლო 229 – იმერეთში. 7812 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3230-ით გაიზარდა.

პანდმიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე, კორონავირუსი სულ 82 835 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 65 291 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით გარდაცვლილია 733 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]