„მითითებული იქნება პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ტელეფონის ნომერი და მათ შეეძლებათ, გაიარონ კონსულტაცია უშუალოდ საკუთარ ოჯახის ექიმთან. ეს ყველაფერი შევიმუშავეთ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამედიცინო მომსახურების და ასევე, მისი ხარისხის გამოსწორება და უზრუნველყოფა. ჩვენი გეგმაა მომსახურების გაფართოვება, მივცეთ მას მეტი მოქნილობა. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვნად განტვირთავს 112-ში მიმართულ ზარებს – უკვე იმ პაციენტებს, ვისაც უკიდურესად ესაჭიროებათ სასწრაფო დახმარების გადაუდებელი მომსახურება, ექნებათ გაცილებით უფრო ნაკლები ლოდინის დრო და შესაბამისად, ამ კომპონენტშიც გავხდებით უფრო ეფექტურები“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
საინფორმაციო პორტალის მისამართია: ambulatoria.moh.gov.ge
ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, თუ მოქალაქე სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს, ან იმ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც რეგისტრირებულია.
თუ მოქალაქე სარგებლობს კერძო დაზღვევით უნდა დაუკავშირდეს სადაზღვეო კომპანიის ოჯახის ექიმს.
თუ მოქალაქე არ არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი და არც კერძო დაზღვევით სარგებლობს, ან არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი, მაგრამ არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში არ არის დარეგისტრირებული, უნდა დაუკავშირდეს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505