weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

განიხილება სერიოზული შემზღუდველი ღონისძიებები – გამყრელიძე

16:33 ორშაბათი, 16 ნოემბერი 2020

„ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები დაწესებულია და ეს შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება, ამაზე დღესაც იყო საკოორდინაციო საბჭოზე მსჯელობა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, ამ საკითხზე დამატებითი კონსულტაციები დღეს და ხვალ გაიმართება.

„ლოქდაუნი“, სრული ჩაკეტვა, ის, რაც განახორციელა ჩინეთმა უხანში სამი თვის განმავლობაში, ასეთი სრული ჩაკეტვა არ განიხილება. განიხილება სერიოზული შემზღუდველი ღონისძიებები, რომელთა ნაწილი დაწესებულია და კიდევ უფრო გამკაცრდება ნაწილი, მაგრამ მარტო დაწესება არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ამ დაწესებული შეზღუდვების აღსრულება.

ერთ-ერთი მთავარი შემზღუდველი ღონისძიება არის ყველგან პირბადის ტარება. დღევანდელი შეფასებითი მაჩვენებელი, რომელსაც მათ შორის საქართველოზე აკეთებს „ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი“ (Health metric institute), ჩვენი პირბადის ტარების მაჩვენებელი არის 55%-დან 60%-მდე. თუ ჩვენ ამას ავიყვანთ 95%-მდე, მაშინ ინფიცირების ზრდა აღარ იქნება, ყოველდღიური ინფიცირება წამოვა ქვემოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დღეს, 16 ნოემბერს, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 3157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 3230 ადამიანი, ხოლო 30 გარდაიცვალა.

თბილისში გამოვლენილია კორონავირუსის 1249 ახალი შემთხვევა, რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები კი ასეთია: აჭარა – 516, იმერეთი – 477, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 212, შიდა ქართლი – 181, ქვემო ქართლი – 178, მცხეთა-მთიანეთი – 121, გურია – 82, კახეთი – 70, სამცხე-ჯავახეთი – 60, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის 16 785 აქტიური შემთხვევაა. 5658 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]