weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

როდის გადის სასწრაფო დახმარება გამოძახებაზე და როდის გადაეცემა გამოძახება ოჯახის ექიმს

21:34 ორშაბათი, 16 ნოემბერი 2020

COVID-19–ის საეჭვო და დადასტურებულ შემთხვევათა ბინაზე მართვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით სასწრაფო გადაუდებელი შემთხვევების მართვის ინსტრუქცია დამტკიცდა.

ინსტრუქციის მიხედვით, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადა შემთხვევაზე გადის:

ა) თუ პაციენტს აღენიშნება ტემპერატურა 38.8 ან მეტი და რომელიმე, ჩამოთვლილ ჩივილთაგან ერთ-ერთი: ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა.

და ამასთან, პაციენტი მიეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილი რისკის ჯგუფიდან რომელიმეს:

  • 65 წელი და მეტი;
  • ორსული;
  • მშობიარობის შემდგომი პერიოდი 2 კვირა;
  • თანმხლები ქრონიკული მდგომარეობები: ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის კორონარული დაავადება, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა, იმუნოსუპრესიული მდგომარეობები (ქიმიოთერაპიაზე მყოფი ან 30 დღის უკან დასრულებული ქიმიოთერაპიის კურსი, აივ-ინფიცირებული), დიალიზზე მყოფი პირი.

ბ) თუ ტემპერატურასთან (არ აქვს მნიშვნელობა ტემპერატურის ოდენობას) ერთად გამოხატულია ქვემოთ ჩამოთვლილი გართულებებიდან ერთ-ერთი:

  • მრავალჯერადი ღებინება (ორი და მეტი);
  • დაბინდული ცნობიერება (მივარდნილია);
  • ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში (ფიზიკური აქტივობის გარეშე);
  • კრუნჩხვა.

გ) თუ გამოძახება ხდება ქუჩაში/დაწესებულებაში;

დ) თუ პაციენტი არის უცხოენოვანი;

ე) თუ პაციენტი არის 5 წლის ან ნაკლები ასაკის მქონე პირი.

 

შემთხვევა/გამოძახება გადაეცემა ოჯახის ექიმს:

ა) თუ პაციენტს აღენიშნება ტემპერატურა 38.8-ზე ნაკლები და რომელიმე, ჩამოთვლილ ჩივილთაგან ერთ-ერთი: ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა - მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი მიეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილი რისკის ჯგუფიდან რომელიმეს:

  • 65 წელი და მეტი;
  • ორსული;
  • მშობიარობის შემდგომი პერიოდი 2 კვირა;
  • თანმხლები ქრონიკული მდგომარეობები: ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი,
  • გულის კორონარული დაავადება, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა, იმუნოსუპრესიული მდგომარეობები (ქიმიოთერაპიაზე მყოფი ან 30 დღის უკან დასრულებული ქიმიოთერაპიის კურსი, აივ-ინფიცირებული), დიალიზზე მყოფი პირი.

ბ) თუ პაციენტს: აღენიშნება ტემპერატურა (არ აქვს მნიშვნელობა ტემპერატურის ოდენობას) და აქვს ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა; 

ან 

აქვს ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა;

ან

აღენიშნება მხოლოდ ტემპერატურა (არ აქვს მნიშვნელობა ტემპერატურის ოდენობას), არა აქვს გულმკერდის არეში ტკივილი, მუცლის ტკივილი, ჭვალი და ა.შ. 

ამასთან, პაციენტი არ მიეკუთვნება რისკის ჯგუფს და არ აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი გართულებებიდან რომელიმე:

  • მრავალჯერადი ღებინება (ორი და მეტი);
  • დაბინდული ცნობიერება (მივარდნილია);
  • ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში (ფიზიკური აქტივობის გარეშე);
  • კრუნჩხვა.

გ) როდესაც მოქალაქე ითხოვს მხოლოდ ოჯახის ექიმის კონსულტაციას, აღენიშნება მხოლოდ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ოჯახის ექიმთან არ ხდება შემთხვევის გადამისამართება, თუ მოქალაქეს აღენიშნება გულთან დაკავშირებული პრობლემები, მუცლის ტკივილი, ჭვალი და ა.შ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]