weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საქართველოში კორონავირუსის 3117 ახალი შემთხვევა დადასტურდა

11:21 სამშაბათი, 17 ნოემბერი 2020

24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3117 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 3638 ადამიანი, ხოლო 45 გარდაიცვალა.

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, 3117 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1202 შემთხვევა, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:

აჭარა – 469

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 355

იმერეთი – 302

ქვემო ქართლი – 259

შიდა ქართლი – 173

კახეთი – 117

მცხეთა-მთიანეთი – 86

სამცხე-ჯავახეთი – 65

გურია – 61

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთი – 28

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 16 219 აქტიური შემთხვევაა. 5662 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 630, აჭარაში – 911, იმერეთში – 1142. მთავრობის ინფორმაციით, 740 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 332 პირია, მათ შორის, თბილისში – 132, აჭარაში – 117, იმერეთში – 24.

3351 ადამიანი კოვიდ-სასტუმროში იმყოფება, 7206 ინფიცირებული კი ბინაზე მკურნალობს. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 52 103 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 85 952 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან უკვე გამოჯანმრთელდა 68 929 ინფიცირებული, ხოლო 778 გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]