weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოპოზიციამ მეორე ტურისთვის საარჩევნო კომისიებიდან საკუთარი წევრები გამოიხმო

16:15 სამშაბათი, 17 ნოემბერი 2020

21 ნოემბერს, შაბათს, 17 მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებენ და არც მათი წარმომადგენლები იქნებიან საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების შემადგენლობაში.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მისმა პარტიამ კომისიებიდან 1922 წევრი გამოიხმო.  

„ჩვენ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას და ასევე, არ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ მეორე ტურში. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული იმისკენ, რომ ეს არჩევნები თავიდან ბოლომდე იყოს არალეგიტიმური, რადგან ეს გზა აარჩია ივანიშვილმა. ჩვენი კომისიის წევრები არ იქნებიან კომისიებში და „ქართულ ოცნებას“ მარტო მოუწევს ამ ე.წ. მეორე ტურის ფორმალურად ჩატარება“, – განაცხადა კაპანაძემ.

„არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ, პროტესტს და ბოიკოტს ვუცხადებთ არჩევნებს და ამავდროულად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც არ იქნებიან საარჩევნო უბნებზე“, – უთხრა „რეგინფოს“ გიორგი ბოტკოველმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

მეორე ტურში 6 საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მონაწილეობენ. ბიულეტენებში დაფიქსირებული იქნება მეორე ტურში გადასული ყველა კანდიდატი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უარს ამბობენ მასში მონაწილეობაზე.

პარლამენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება შემდეგ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში:

  • მთაწმინდა-კრწანისის ოლქი: შალვა შავგულიძე (ევროპული საქართველო) და ბექა ოდიშარია (ქართული ოცნება)
  • ვაკის ოლქი: ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო) და ნოდარ ტურძელაძე (ქართული ოცნება)
  • საბურთალოს ოლქი: ალექსანდრე ელისაშვილი (მოქალაქეები) და დავით სერგეენკო (ქართული ოცნება)
  • ისნის ოლქი: ხატია დეკანოიძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია) და კახა კახიშვილი (ქართული ოცნება)
  • სამგორის ოლქი: ლევან ხაბეიშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია) და სოზარ სუბარი (ქართული ოცნება)
  • დიდუბე-ჩუღურეთის ოლქი: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე (გირჩი) და გიორგი ვოლსკი (ქართული ოცნება)
  • ნაძალადევის ოლქი: შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია) და მიხეილ ყაველაშვილი (ქართული ოცნება)
  • გლდანის ოლქი: ნიკანორი მელია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია) და ლევან კობიაშვილი (ქართული ოცნება)
  • თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქი: გიორგი ბოტკოველი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია და ირაკლი ქადაგიშვილი (ქართული ოცნება)
  • მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის ოლქი: ცეზარი ჩოჩელი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია და შალვა კერესელიძე (ქართული ოცნება)
  • რუსთავისა და გარდაბნის ოლქი: დავით კირკიტაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია) და ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება)
  • ხაშურისა და ქარელის ოლქი: ნატო ჩხეიძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია) და ზაალ დუგლაძე (ქართული ოცნება)
  • ზესტაფონის, ტყიბულის, თერჯოლისა და ბაღდათის ოლქი: კახა გეწაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია) და ბეჟან წაქაძე (ქართული ოცნება)
  • ქუთაისის ოლქი: გრიგოლ ვაშაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია) და ზაზა ლომინაძე (ქართული ოცნება)
  • ზუგდიდის ოლქი: მალხაზ ჯალაღონია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია) და ირაკლი ჩიქოვანი (ქართული ოცნება)
  • ბათუმის ოლქი: ლევან ვარშალომიძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია) და რესან კონცელიძე (ქართული ოცნება)
  • ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქი: მიშა ბოლქვაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია) და ანზორ ბოლქვაძე (ქართული ოცნება)

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მეორე ტურზე ამომრჩევლებს მოემსახურება 1914 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 81 სპეციალური უბანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]