მეუფე ნიკოლოზის მოსკოვში ყოფნის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები 16 ნოემბერს, დავით არსენიშვილის გარდაცვალების დღეს, მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელმა, დეკანოზმა ნიკოლაი ბალაშოვმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მსახურება ანდრონიკოვის მონასტერში აღევლინა.
ბალაშოვის თქმით, ყოველწლიური პანაშვიდი პატრიარქის პირველმა მოადგილემ მოსკოვში და მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველმა, ვოსკრესენსკის მიტროპოლიტმა დიონისემ და ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა გადაიხადეს.
„მღერდნენ გალობდნენ და ლოცულობდნენ სლავურად და ქართულად. „ვერავის და ვერაფერს შეუძლია ჩვენი ერთობის განადგურება“ – თქვა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა“, – წერს დეკანოზი ნიკოლაი ბალაშოვი.
მეუფე ნიკოლოზი ცოტა ხნის წინ კორონავირუსით იყო ინფიცირებული. როგორც მან განაცხადა, გამოჯანმრთელდა და 14 ნოემბერს თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილებაც აკურთხა.