weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი Sarahah-ის მომხმარებლებს აფრთხილებს

09:16 შაბათი, 12 აგვისტო 2017

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ინტერნეტ-მომხმარებლებს პოპულარული აპლიკაცია Sarahah-ის წესებსა და კონფიდეციალურობის პოლიტიკას აცნობს. ინსპექტორის აპარატის განცხადებით, Sarahah-ის წესებიდან ყველაზე საყურადღებო ის პუნქტია, სადაც წერია, რომ კომპანია იტოვებს უფლებას შეცვალოს აპლიკაციის წესები და პირობები.

„ჩვენ გვაქვს წესებისა და პირობების ცვლილების უფლება საჭიროების შემთხვევაში“ - აცხადებს აპლიკაცია. ის, ასევე, იხსნის პასუხისმგებლობას შეტყობინებების შინაარსთან დაკავშირებით. „ვებსაიტის მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინებების შინაარსზე პასუხისმგებლები მათი შემქმნელები არიან და Sarahah არ აგებს პასუხს ზიანზე, რომელიც კონტენტის ან საიტის სერვისების გამოყენების შედეგად შეიძლება დადგეს“, - ნათქვამია დოკუმენტში.

 

მომხმარებლის რა პერსონალურ მონაცემებს აგროვებს Sarahah?

კონფიდენციალურობის პოლიტიკის დოკუმენტში კომპანია ამბობს, რომ აგროვებს ვებსაიტზე ვიზიტის თარიღსა და დროს, ასევე ინტერნეტპროტოკოლის (IP) მონაცემებს. ბრაუზერის ტიპსა და იმ ვებგვერდის URL-ს, რომელმაც Sarahah-ზე გადაგამისამართათ. აქვე აპლიკაცია აცხადებს, რომ ეს მონაცემები შეიძლება სხვადასხვა მიზნით გროვდებოდეს.

რაც შეეხება ინფორმაციის გამჟღავნებას, კომპანია ირწმუნება, რომ ყოველთვის დაიცავს თქვენი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და იმ პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობას, რომელსაც ის იღებს. ამავე დროს კი აცხადებს: „ჩვენ არასოდეს გავამჟღავნებთ ამ ინფორმაციას, თუ ეს არ იქნება კანონის მოთხოვნა, ან თუ არ მივიჩნევთ, რომ ეს პროცედურა საჭირო ან სასურველია კანონმდებლობის მოთხოვნების შესასრულებლად, ამ ვებსაიტის საკუთრების უფლების დასაცავად, ან საიტისგან სარგებლის მიმღები სხვა მხარეების დასაცავად“.

ვებგვერდი გპირდებათ, რომ არასოდეს მიყიდის თქვენ მიერ მიწოდებულ მონაცემებს მესამე მხარეს მარკეტინგისთვის თქვენი წინასწარი და წერილობითი თანხმობის გარეშე. გამონაკლისად სახელდება მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია, რომელიც სტატისტიკისა და კვლევისთვისაა საჭირო და იდენტიფიცირების საშუალებას არ იძლევა.

„ჩვენ არასოდეს გავყიდით, გავცვლით ან გავამჟღავნებთ ნებისმიერ ინფორმაციას მესამე მხარეებთან ამ ვებსაიტისა და ჩვენს ქსელში ჩართული საიტების გარეთ. ინფორმაციას გავამჟღავნებთ მხოლოდ იურიდიული პირის ან ორგანიზაციის ბრძანების შემთხვევაში“ ნათქვამია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში. თუმცა არ არის დაკონკრეტებული ვინ იგულისხმება იურიდიულ პირებში და ორგანიზაციებში, ან რა სახის ბრძანებაზე შეიძლება იყოს საუბარი. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში გამოყენებული ტერმინოლოგია ზოგ შემთხვევაში საკმაოდ ბუნდოვანია და ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

რაც შეეხება Privacy Policy-ს ცვლილებას, აპლიკაცია მოდიფიკაციის უფლებას აქაც იტოვებს: ჩვენ გვაქვს მონაცემთა კონფიდენციალურობის წესებსა და პირობებში ცვლილებების შეტანის უფლება საჭიროების შემთხვევაში“, - ნათქვამია დოკუმენტში.

 

 ამჟღავნებს თუ არა Sarahah მესიჯების ავტორების ვინაობას?

„Sarahah არ გაამჟღავნებს საიტზე შესული მესიჯების ავტორების ვინაობას მათი თანხმობის გარეშე“ - პასუხობს აპლიკაცია. აქ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მესიჯის გაგზავნა საიტზე შესვლისა და რეგისტრაციის გარეშეც არის შესაძლებელი.

ამავე დროს, კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას შინაარსთან დაკავშირებულ ზიანზე, რომელიც შეიძლება მომხმარებელს მიადგეს. „Sarahah არ არის პასუხისმგებელი შინაარსსა ან ზიანზე, რომელიც საიტის მომსახურების გამოყენების შედეგად შეიძლება წარმოიქმნას“, - ამბობს ვებგვერდი.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი მომხმარებელს ურჩევს, რომ „ვეთანხმები“ ღილაკზე დაჭერამდე ყურადღებით გაეცნონ აპლიკაციის წესებსა და პირობებს.

ანონიმური შეტყობინებების გაგზავნისა და მიღების აპლიკაცია Sarahah მსოფლიოსა და საქართველოში ინტერნეტ-სენსაციად იქცა. მისი მომხმარებლების რაოდენობა უკვე 300 მილიონზე მეტია. აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია, რომლის სახელწოდებაც არაბულად პატიოსნებასა და გულწრფელობას ნიშნავს, საუდის არაბეთში შეიქმნა. კომპანიას მხოლოდ სამი თანამშრომელი ჰყავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]