weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში კორონავირუსის 3443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:49 ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2020

საქართველოში, 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 3443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2539 ინფიცირებული, ხოლო 37 გარდაიცვალა. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ განახლებული ინფორმაცია მთავრობის უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გაავრცელა.

კორონავირუსით ინფიცირების 1318 ახალი შემთხვევა თბილისშია გამოვლენილი, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 562 ახალი შემთხვევა

აჭარა – 512

სამეგრელო და ზემო სვანეთი – 368

შიდა ქართლი – 178

ქვემო ქართლი – 163

სამცხე-ჯავახეთი – 106

კახეთი – 85

გურია – 64

მცხეთა-მთიანეთი – 54

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 17 086 აქტიური შემთხვევაა. საავადმყოფოებში მკურნალობენ 5763 ინფიცირებულს, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში მოთავსებულია – 2650 პირი, აჭარაში – 925, იმერეთში – 1175.

836 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის, თბილისში იმყოფება – 411, აჭარაში – 140, იმერეთში – 177. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 371 პირი, მათ შორის, თბილისში – 163, აჭარაში – 115, იმერეთში – 30.

3435 ადამიანი კოვიდ-სასტუმროშია, ხოლო 7888 მკურნალობს ბინაზე. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 52 079 პირი.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 89 395 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 71 468 უკვე გამოჯანმრთელებულია, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობაა – 815.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]