„მთავარი ცხოვრებაში სიცოცხლეა, ამიტომ სიცოცხლე უნდა გადარჩეს. ტერორში ჰყავს დღეს კორონას მთელი სამყარო. ერთადერთი გამოსავალი რომ ფსიქოლოგიური ტერორი ავიცილოთ, ეს არის ადამიანებს განწყობა უნდა შევუქმნათ დადებითისკენ. მართალია, კორონავირუსი არის არაცოცხალი ნაწილაკი და იძლევა გართულებებს, 20%-ში და არა 80%-ში. თუ ინფიცირებული ვიქნებით, ყველამ უნდა ჩავთვალოთ თავი, რომ უნდა მოვხვდეთ 80%-ში რომ გადავრჩეთ.
დამეთანხმებიან თუ არა სხვები, არ ვიცი, მაგრამ როდესაც რესურსი არ გაგაჩნია და ის ამოწურვადია ყველა შემთხვევაში, უნდა გააკეთო ალბათ ცოტა სხვა რაღაცა და სხვა რაღაც, რაც დღეს ვიცით, არის ჯაჭვის წყვეტა, ეს არის ჩაკეტვა“, – განცხადა ლევან რატიანმა.
პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) 19 ნოემბრამდე პერიოდში საქართველოში კორონავირუსი სულ 93 092 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 73 877 გამოჯანმრთელდა, ხოლო 853 გარდაიცვალა.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან არსებულ ჯანდაცვის პლატფორმაზე გაერთიანებული ექსპერტები აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ანტიეპიდემიური ღონისძიებები უკვე არასაკმარისია პანდემიის გავრცელების შესაკავებლად და იგი მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს. ექსპერტების შეფასებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას დრამატულად რთული პერიოდი დაუდგება, რაც, შეუძლებელს გახდის არა მარტო კორონავირუსის ეპიდემიის მართვას, არამედ უკიდურესად შეზღუდავს სხვა გადაუდებელ და გეგმიურ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას.
ამ თემაზე:
ანტიეპიდემიური ღონისძიებები ცვლილებებს საჭიროებს – ექსპერტები