weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოში კორონავირუსის 3768 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:46 პარასკევი, 20 ნოემბერი 2020

საქართველოში, 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 3768 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4055 დაავადებული, ხოლო 41 გარდაიცვალა.

თბილისში ინფიცირების 1443 ახალი შემთხვევაა, აჭარაში – 676, იმერეთში – 541, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 363, ქვემო ქართლში – 183, შიდა ქართლში – 165, კახეთში – 130, მცხეთა-მთიანეთში – 96, სამცხე-ჯავახეთში – 95, გურიაში – 52, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 24.

ამ ეტაპზე კორონავირუსის 18 008 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 5879 ინფიცირებული საავადმყოფოებში მკურნალობს (თბილისის საავადმყოფოებში – 2702, აჭარაში – 942, იმერეთში – 1179).

838 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 410 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება (თბილისში – 202, აჭარაში – 118, იმერეთში – 26).

3411 ინფიცირებული მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 8718 ბინაზე მკურნალობს.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 300 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 14 276 პირი, აჭარაში – 16 379, იმერეთში – 5224.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით 96 860 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 77 932, ხოლო 894 გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]