weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 140 210-ია

17:29 პარასკევი, 20 ნოემბერი 2020
ამერიკის ხმის ფოტო ამერიკის ხმის ფოტო

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს მიმართავს, პარლამენტის არჩევნების მეორე ტურზე იაქტიურონ და საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ. მეორე ტური ხვალ, 21 ნოემბერს, 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 140 210-ია.

ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამომრჩევლებს 1914 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი მოემსახურება. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფ ამომრჩევლებს, მათი არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია 80 სპეციალური საარჩევნო უბანი.

„პანდემიის მიუხედავად არჩევნებზე მისვლა უსაფრთხოა, ვინაიდან კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებულია ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც ხელს შეუშლის ინფექციის გავრცელებას. ამასთან, აღიარებულია, რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით არ არის რისკის შემცველი ის მცირე დრო, რაც ამომრჩეველს ხმის მიცემის განსახორციელებლად ესაჭიროება. ამომრჩეველს მინდა შევახსენო, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას აუცილებელია პირბადის მოხმარება, თუმცა არქონის შემთხვევაში საარჩევნო უბანზე, მათ უზრუნველყოფენ პირბადით; მათ ასევე გადაეცემათ ინდივიდუალური მოხმარების კალმისტრები“, – განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.

მისივე თქმით, 21 ნოემბრის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 9521 წარმომადგენელი, 132 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 47 345 და 48 საერთაშორისო ორგანიზაციის 920 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესის გაშუქების მიზნით აკრედიტებულია 118 მედიაორგანიზაციის 5964 წარმომადგენელი.

„მივმართავ ამომრჩევლებს, იაქტიურონ საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურზე, მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი. ასევე მივმართავ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას“, – თქვა ნათია იოსელიანმა.

არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. ისინი მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული პირველი ტური გაყალბდა და ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგები არ ასახავს ამომრჩევლის ნებას.

17 მაჟორიტარული ოლქი და მეორე ტურში გადასული კანდიდატები:

მთაწმინდა-კრწანისის ოლქი: შალვა შავგულიძე (ევროპული საქართველო) და ბექა ოდიშარია (ქართული ოცნება)

ვაკის ოლქი: ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო) და ნოდარ ტურძელაძე (ქართული ოცნება)

საბურთალოს ოლქი: ალექსანდრე ელისაშვილი (მოქალაქეები) და დავით სერგეენკო (ქართული ოცნება)

ისნის ოლქი: ხატია დეკანოიძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია) და კახა კახიშვილი (ქართული ოცნება)

სამგორის ოლქი: ლევან ხაბეიშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია) და სოზარ სუბარი (ქართული ოცნება)

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქი: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე (გირჩი) და გიორგი ვოლსკი (ქართული ოცნება)

ნაძალადევის ოლქი: შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია) და მიხეილ ყაველაშვილი (ქართული ოცნება)

გლდანის ოლქი: ნიკანორი მელია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია) და ლევან კობიაშვილი (ქართული ოცნება)

თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქი: გიორგი ბოტკოველი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია და ირაკლი ქადაგიშვილი (ქართული ოცნება)

მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის ოლქი: ცეზარი ჩოჩელი(ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია და შალვა კერესელიძე (ქართული ოცნება)

რუსთავისა და გარდაბნის ოლქი: დავით კირკიტაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია) და ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება)

ხაშურისა და ქარელის ოლქი: ნატო ჩხეიძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია) და ზაალ დუგლაძე (ქართული ოცნება)

ზესტაფონის, ტყიბულის, თერჯოლისა და ბაღდათის ოლქი: კახა გეწაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია) და ბეჟან წაქაძე (ქართული ოცნება)

ქუთაისის ოლქი: გრიგოლ ვაშაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია) და ზაზა ლომინაძე (ქართული ოცნება)

ზუგდიდის ოლქი: მალხაზ ჯალაღონია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია) და ირაკლი ჩიქოვანი (ქართული ოცნება)

ბათუმის ოლქი: ლევან ვარშალომიძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია) და რესან კონცელიძე (ქართული ოცნება)

ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქი: მიშა ბოლქვაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია) და ანზორ ბოლქვაძე (ქართული ოცნება)

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]