weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პოლიციამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი დააკავა

21:47 პარასკევი, 20 ნოემბერი 2020

სამართალდამცველებმა დააკავეს მამაკაცი, რომელიც თბილისში, წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სის“ ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

„ღონისძიება წარმატებით დასრულდა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების და ასევე, სპეციალური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყველა მძევალი უვნებლად არის გათავისუფლებული და ასევე, შეიარაღებულითავდამსხმელი დაკავებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ.

დაახლოებით 17:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძეველბი აიყვანა. თავდაპირველი ცნობებით, მძევლად 9 ადამიანი იყო აყვანილი. თავდამსხმელმა სამი მოთხოვნა დააყენა – აზარტული თამაშების აკრძალვა, სესხის პროცენტად მაქსიმუმ 7%-ის განსაზღვრა და წამლების ფასის შემცირება. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებსა და ყაჩაღობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]