weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უამინდობის გამო შატილსა და გუდაურში სამი საარჩევნო უბანი ვერ გაიხსნა

09:03 შაბათი, 21 ნოემბერი 2020

მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარულ ოლქში, სადაც დღეს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება, უამინდობის გამო სამი საარჩევნო უბანი ვერ გაიხსნა. როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, ამის მიზეზი უამინდობაა.

შატილის საარჩევნო უბანზე 161 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

„ხადას ხებაში შედარებით გვიან გაიხსნა ერთი საარჩევნო უბანი. რაც შეეხება შატილს, აქ უამინდობის გამო ვერ იხსნება უბანი, რადგან ვერტმფრენს ვერ გადაჰყავს კომისიის წევრები ადგილზე. იგივე მიზეზის გამო, გუდაურში ვერ იხსნება სპეციალურად შექმნილი საარჩევნო უბანი, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 19-ია, ასევე ვერ იხსნება ერთ-ერთი უბანი, სადაც 205 ამომრჩეველია. ეს ბოლო ორი უბანი შესაძლოა მოგვიანებით გაიხსნას“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

მისივე თქმით, დანარჩენი უბნები 8 საათისთვის მზად იყვნენ ამომრჩევლის მისაღებად.

მე-11 მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს აერთიანებს, მეორე ტურში „ქართული ოცნებიდან“ შალვა კერესელიძე გადავიდა, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციიდან“ – ცეზარ ჩოჩელი. ჩოჩელი მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს, რადგან მიაჩნია, რომ 31 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგები გაყალბებულია.

მცხეთა-მთიანეთის ოლქში 87 959 ამომრჩეველია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]