weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

მღვდელ-მონაზონი შიო კორონავირუსით გარდაიცვალა

17:30 შაბათი, 21 ნოემბერი 2020

ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის სოფელ გოდოგნის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი შიო (სინატაშვილი) კორონავირუსით გარდაიცვალა.

საპატრიარქოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს „საპატრიარქოს უწყებანის“ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სასულიერო პირი დღეს გარდაიცვალა.

გუშინ, 65 წლის ასაკში, კორონავირუსით გარდაიცვალა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველი, ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი). საპატრიარქოს განცხადებით, ეპისკოპოსი მძიმედ იყო ავად, რასაც კოვიდ-19 დაერთო.

21 ნოემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში, 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. თბილისში 17 ადამიანი გარდაიცვალა, იმერეთში – 8, აჭარაში – 5, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1, ქვემო ქართლში – 1 და მცხეთა-მთიანეთშიც – 1.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 17 948 აქტიური შემთხვევაა. 5976 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 849 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 308.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვლიდან) დღემდე საქართველოში კორონავირუსი 100 684 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან უკვე გამოჯანმრთელდა 81 783 ინფიცირებული, ხოლო 927 გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]