weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სოფელ ზარდიანთკართან საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

20:23 შაბათი, 21 ნოემბერი 2020

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. სუს-ის თანახმად, შემთხვევა 20 ნოემბერს, სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ არსებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა.

ზარდიანთკარი მერეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფელია. როგორც „რეგინფოს“ მერის წარმომადგენელმა, რუსუდან კილაძემ განუცხადა, დაკავებული დაახლოებით 65 წლის მამაკაცი – მირიან თაზიაშვილია, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ახლოს ცხოვრობს. რუსუდან კილაძისთვის უცნობია, დღე-ღამის რომელ მონაკვეთში დააკავეს მამაკაცი და როგორ აღმოჩნდა ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

სუს-ის განცხადებით, უკანონო დაკავების ფაქტზე მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

„მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავების ფაქტები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]